The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ციცინო ბუკია

ციცინო ბუკია
დაბადების თარიღი:1980  (45 წლის)
კატეგორია:მეცნიერი, მწერალი, პედაგოგი, პოეტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. გალი.

დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ-ტექნიკური ფაკულტეტის ბაკალავრიატი 2005 წელს;  მაგისტრატურა, ჟურნალისტის სპეციალობით.

იყო ჟურნალ "ბიოლოგიური მედიცინის" რედკოლეგიის წევრი და მთავარი რედაქტორი, "მწერლის გაზეთის" ლიტმუშაკი და პასუხისმგებელი მდივანი; არის კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის (2011) და საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის (2014) პროფესორი; გამოცემული აქვს რომანები: "გრძნეულთა ქალაქი" და "ცისარტყელა ღრუბლებში"; არის სოციალური მეცნიერებების დოქტორი.

სადისერტაციო თემა - "პოლიტიკური პრობლემატიკა თანამედროვე ქართულ პრესაში", დაიცვა 2013 წელს.

წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ. 70; საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი: seu.edu.ge

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: