შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
იმედო გაბისონია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი კურზუ, მარტვილის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი. გარკვეული პერიოდი ცხოვრობდა ქუთაისში, აქტიურად იყო ჩართული ქალაქის ლიტერატურულ ცხოვრებაში. შემდეგ მოღვაწეობა მარტვილში განაგრძო; მისი ლექსები იბეჭდებოდა რესპუბლიკის ჟურნალ-გაზეთებში. სხვადასხვა დროს თანამშრომლობდა გაზეთების "ჭყონდიდისა" და "მარტვილის" რედაქციებთან; ავტორია პოეტური კრებულებისა :"თენდება ისევ" (1979 ), "ვყიდი სიცოცხლეს" (2002) და სხვ. მისი გარდაცვალების შემდეგ გამოვიდა სრული კრებული "ლექსები" (2013) და "პუბლიცისტური წერილები" (2014). წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ. 73 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |