The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნათელა მელიქიძე

ნათელა მელიქიძე
Date of birth:3 March, 1975  (50 years)
Category:Scientist, Educator, Philologist

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ტოლოში, ასპინძის რაიონის.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალციხის ფილიალის ფილოლოგიის ფაკულტეტი ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით 1997 წელს.

1997-2001წწ. ტოლოშის საშუალო სკოლის პედაგოგი; 1999-2006წწ. არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  მესხეთის ფილიალის მოწვეული პედაგოგი; 2000-2003წწ. საქართველოს ენის სახელმწიფო პალატის ახალციხის სამმართველოს უფროსის მოადგილე; 2001-2012წწ. მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჯავახეთის ფილიალის (შემდეგში ახალქალაქის უსდ-კოლეჯის) მოწვეულ პადაგოგად, ასისტენტ-პროფესორად, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლად; 2008-2012წწ. ახალქალაქის ენის სახლის თანამშრომელად; 2012-2014წწ. ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის ახალქალაქის სასწავლო ცენტრის მასწავლებლად; 2008-2010წწ. მუშაობს ახალქალაქის ზრდასრულთა განათლების ცენტრის ტრენერად; 2012 წლიდან ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებს უკითხავს ლექციებს; 2018 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე: "ასპინძის მუნიციპალიტეტის ანთროპონიმთა სტრუქტურა და სემანტიკა". 2021 წლიდან სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია; 2020-2021წწ. თსუ მოწვეული მასწავლებელი; 2021 წელს დაიბეჭდა მისი მონოგრაფია "ასპინძის მუნიციპალიტეტის ანთროპონიმები"; გამოქვეყნებული აქვს სტატიები სახელმწიფო ენის სწავლებაზე, ბილინგვური განათლების მხარდაჭერაზე, ქართული ენის სინტაქსსა და ონომასტიკურ საკითხებზე. არის საერთაშორისო და ადგილობრივი კონფერენციების მონაწილე.


Share: