The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სიმონ კასრაძე

სიმონ კასრაძე
დაბადების თარიღი:1864  (161 წლის)
გარდაცვ. თარიღი:19??
კატეგორია:პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. გორი.

გორის სასულიერო სემინარიაში სწავლის დროს დააარსა მომღერალთა გუნდი, ხელმძღვანელობდა სცენისმოყვარულთა წრეს. 1885 წელს ერევნის პედაგოგიურ სასწავლებელში გაამწესეს გალობის მასწავლებლად, სადაც 1918 წლამდე მუშაობდა. ამ დროის განმავლობაში იგი აქტიურად აცნობდა სომხურ საზოგადოებას ქართულ კულტურას, მართავდა საღამო-კონცერტებს და ავრცელებდა ქართულ გამოცემებს. 1918 წლიდან მუშაობდა გალობის მასწავლებლად გორის საოსტატო სემინარიასა და პედაგოგიურ სასწავლებელში, იყო ასევე საქართველოს მთავარი საარქივო სამმართველოს რწმუნებული. გორის მიწისძვრის დროს განადგურებისაგან გადაარჩინა სასულიერო სემინარიის დიდძალი ქონება და საარქივო მასალა. გორის განათლების განყოფილებისა და საქართველოს განათლების სახელმწიფო კომიტეტისაგან სამჯერ იყო დაჯილდოებული. 1935 წელს საქართველოს კპ (ბ) გორის რაიონულმა კომიტეტმა სიმონ კასრძეს პედაგოგიური და საზოგადო მოღვაწეობის 50 წლის იუბილე გადაუხადა.

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. II ე-ლ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.589


გააზიარე: