შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ალექსანდრე კახელაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. მუშაობდა სოფლის სკოლაში მასწავლებლად, შემდეგ დააარსა საკრედიტო და სასოფლო-სამეურნეო ამხანაგობები და მერძევეთა ამხანაგობა "ლილო" სოფელ ლილოში. სასოფლო-სამეურნეო საზოგადოების დახმარებით გაიგზავნა პეტერბურგის სასოფლო-სამეურნეო კურსებზე, რომლის დასრულების შემდეგაც ამიერკავკასიის კოოპერატორთა კავშირში (შემდეგ გადაკეთდა ცეკავშირად) მიწვეულ იქნა კოოპერაციის ინსრუქტორად. 1911-1918 წლებში სასოფლო-სამეურნეო ჟურნალ "მოსავალში" წერდა კოოპერაციის საორგანიზაციო და პრაქტიკულ საკითხებზე, 1918 წლიდან კი კოოპერაციულ ჟურნალებში "კავშირი", "საქართველოს კოოპერაციასა" და "ჩვენ კოოპერაციაში" აქვეყნებდა წერილებს. კოოპერატორი. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. II ე-ლ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.601 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |