Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ეფრემ გიგანი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი მულახი, ახლანდელი მესტიის მუნიციპალიტეტი. დაამთავრა მესტიის პედაგოგიური ტექნიკუმი; საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის დაუსწრებელი განყოფილება 1953 წელს. 1941-1943წწ. იბრძოდა კავკასიის დამცველთა რაზმებში; 1944 წელს ოჯახთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა ქ. ქლუხორში და მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობაზე. შექმნა და ხელმძღვანელობდა ქლუხორის რაიონში პირველ კოლმეურნეობას. იყო ქ. ქლუხორის რაიკომის საორგანიზაციო განყოფილების გამგე. მუშაობდა სახელმწიფო მესაქონლეობის ნედლეულის დამამზადებელი კომბინატის დირექტორად. 1957 წელს ოჯახთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა ქ. ტყიბულში, სადაც მუშაობა დაიწყო ტყიბულის რაიკომში. 1958 წელს დაინიშნა ქვანახშირის შახტის უფროსის მოადგილედ. 1960-1967წწ. იყო ტყიბულის ხე-ტყის გადამამუშავებელი კომბინატის დირექტორი; 1966-2000წწ. არჩეულ იქნა უსინათლოთა საზოგადოების პრეზიდიუმის წევრად. სხვადასხვა დროს მუშაობდა საგარეჯოს და წნორის უსინათლოთა საზოგადოების საწარმოების დირექტორად, თბილისის უსინათლოთა საზოგადოების ფონიჭალის კომბინატის გენერალური დირექტორის მოადგილედ. ასევე იყო თბილისის კიროვის რაიონის სასამართლოში სახალხო მსაჯული. წყარო: სვანეთი და სვანები / ირაკლი დვალი, გივი ქურდიანი.-თბ., 2014.-გვ.148 Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |