The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



პლატონ თაყაიშვილი

პლატონ თაყაიშვილი
დაბადების თარიღი:1899
გარდაცვ. თარიღი:1955  (56 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ქ. პოზნანი, პოლონეთი
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაამთავრა ვარშავის სამხედრო სკოლის კურსები 1923 წელს.

პოლონეთის შეიარაღებულ ძალებში პლატონ თაყაიშვილი 1922 წლის 17 დეკემბერს ჩაირიცხა. ამ დროს მასთან ერთად კურსებზე სხვა ქართველებიც სწავლობდნენ. სწავლის დასრულების შემდეგ არტილერისტი, პოდპოლკოვნიკი პლატონ თაყაიშვილი პოზნანში მსახურობდა, არტილერიის მე-7 დივიზიაში. იგი ბატარეიას ხელმძღვანელობდა. მონაწილეობას იღებდა 1939 წელს ვარშავის დაცვაში. ომის დროს მას მოუწია საომარ მოქმედებებში მონაწილეობის მიღება როგორც ვარშავაში, ისე ლვოვში. ომის დასრულების შემდეგ მაიორის წოდებით პლატონ თაყაიშვილი პოლკის უფროსის მოადგილე გახდა გნეზნოში, ვარშავაში გადაყვანის შემდეგ პოდპოლკოვნიკის წოდება მიანიჭეს. დოკუმენტებიდან ირკვევა ისიც, რომ პლატონ თაყაიშვილი 1946-1947 წლებში არტილერიის პოლკის უფროსი იყო. პოლონეთის არმიის ქართველი საკონტრაქტო ოფიცერი პოდპოლკოვნიკი საჰაერო არტილერისტი. საქართველოს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი, ყოფილი იუნკერი. 

წყარო: ქართველები პოლონეთში / ამბროსი გრიშიკაშვილი.-თბ.,2008.-გვ.152; ქართული დიასპორა პოლონეთში: facebook.com


გააზიარე: