The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლალი ორმოცაძე

დაბადების თარიღი:23 ნოემბერი, 1949  (75 წლის)
კატეგორია:მწერალი, ფილოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ლანჩხუთის რაიონი.

დაამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით 1972 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ეთიკა-ესთეტიკის სპეციალობით 1982 წელს.

სხვადასხვა დროს მუშაობდა: ქალაქ ბათუმის N1 საშუალო სკოლაში (ახლანდელი N2) პიონერხელმძღვანელად, ბათუმის უნივერსიტეტთან არსებულ აბიტურიენტთა მოსამზადებელ კურსებზე, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად, კითხულობდა სალექციო კურსს ბათუმის სამედიცინო კოლეჯში (ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ეთიკასა და ესთეტიკაში). 1990 წლიდან მუშაობდა ლანჩხუთის N1 საშუალო სკოლაში, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად. 2004-2009 წლებში იყო აჭარის უმაღლესი საბჭოს ვიცე-სპიკერის მოადგილე; ლექსების ბეჭვდა ადრეულ ასაკში დაიწყო ჟურნალ "დილასა" და გაზეთ "ნორჩი ლენინელში". 20 წლის ასაკიდან მისი ნოველები პერიოდულად იბეჭდებოდა ჟურნალებში: "მნათობი", "ცისკარი", "ჭოროხი". ავტორია ორი წიგნისა : "ჩემი პატარა ანგელოზი" (ნოველების კრებული, 1993) და "გიყვარდეთ" (ეთიკურ-ფსიქოლოგიური ხასიათის მოთხრობები).

წყარო: საინფორმაციო ცნობარი აჭარაში მოღვაწე მწერალთა შესახებ / შემდგენელი ცისანა ანთაძე.-ბათუმი, 2019.-გვ.65

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: