შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მზია სალვარიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ბათუმი. დაამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი 1999 წელს. 2001-2007 წლებში მუშაობდა ბათუმის პედაგოგიურ კოლეჯში, ისტორიის მასწავლებლად. 2007 წლის შემდეგ ეწევა ბიზნეს-საქმიანობას. მიღებული აქვს გურამ რჩეულიშვილის სახელობის კონკურსის სიგელები პროზაული ნაწარმოებებისთვის - "გეიშა" (2001) და "სისხლის ყივილი" (2010); დიპლომი აჭარულ დიალექტზე დაწერილი პროზაული ნაწარმოებისათვის "სასელა" (2012). იბეჭდება ადგილობრივ და რესპუბლიურ ჟურნალ-გაზეთების ფურცლებზე. წყარო: საინფორმაციო ცნობარი აჭარაში მოღვაწე მწერალთა შესახებ / შემდგენელი ცისანა ანთაძე.-ბათუმი, 2019.-გვ.67 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |