შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლია გვენეტაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თერჯოლა. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიისა და ჟურნალისტიკის ფაკულტეტები 1990 წელს. წლების განმავლობაში მუშაობდა პედაგოგად; ქუთაისის საქალაქო რადიოს ლიტერატურული პროგრამების რედაქტორად; საქართველოს სახალხო დამცველის, დასავლეთ საქართველოს პრეს-სამსახურის უფროსად, ტელერადიოკომპანია "რიონის" კინო, საბავშვო, ლიტერატურული და საინფორმაციო პროგრამების მთავარ რედაქტორად; მრავალი წელია თანამშრომლობს ბეჭდვით და ელექტრონულ მედიასთან; გამოცემული აქვს პოეზიისა და პროზაულ ნაწარმოებთა რამდენიმე კრებული. არის ქუთაისის სამუზეუმო გაერთიანებათა ქსელის მთავარი კონსულტანტი და საზოგადოებრივი მოძრაობა "ქალი და არჩევანის თავისუფლების" თავმჯდომარე; გამოცემული აქვს კრებული "ფიქრის ვექტორი". წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ.86-87 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |