The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რენა სარიშვილი

რენა სარიშვილი
დაბადების თარიღი:11 ნოემბერი, 1938  (86 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, პოეტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.

დაამთავრა თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამკერვალო მრეწველობის ინჟინერ-ტექნოლოგიური ფკულტეტი.

1961 წელს აირჩიეს საქართელოს ალკკ ბათუმის საქალაქო კომიტეტის მეორე მდივნად, 1962 წელს კომკავშირის აჭარის საოლქო კომიტეტის მეორე მდივნად, 1965 წელს კი პირველ მდივნად; შემდეგ მუშაობდა პარტიის ხელვაჩაურის რაიონის პირველ მდივნად, პარტიის აჭარის საოლქო კომიტეტის მდივნად; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოციალური უზრუნველყოფის მინისტრად (1978); არჩეულ იყო მე-7, მე-8, მე-9 მოწვევის აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატად. მისი თაოსნობით ბათუმში გაიხსნა ცერებრალური დამბლით დაავადებულ ბავშვთა ცენტრი, რომლის უცვლელი პრეზიდენტი იყო 26 წლის განმავლობაში; იგი, ასევე, ერთ-ერთი დამფუძნებელია ქალთა საერთაშორისო ორგანიზაციისა "სოროპტომისტ ინტერნაციონალისა". გამოცემული აქვს წიგნები: "მე ისეთი საცხლი მინდა"....(ლექსების კრებული, 2012), "სიყვარულის ზღაპრები" (ორი ზღაპარი, 2013), "რითაც სული სავსეა" (ლექსთა კრებული, 2017). დაჯილდოებულია ოთხი ორდენით და სამი მედლით, მინიჭებული აქვს I რანგის დიპლომატის წოდება.

წყარო: საინფორმაციო ცნობარი აჭარაში მოღვაწე მწერალთა შესახებ / შემდგენელი ცისანა ანთაძე.-ბათუმი, 2019.-გვ.69

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო, პრეზიდიუმის წევრი
  • აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო, თავმჯდომარე (1975-1979)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2014 - საპატიო ბათუმელი
  • იაკობ გოგებაშვილის სახელობის პრემია
  • აკაკი წერეთლის სახელობის პრემია

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: