შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ჯემალ სურმანიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ურეხი, ხელვაჩაურის რაიონ. დაამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორიის ფაკულტეტი 1983 წელს; ქ. ლენინგრადის (ამჟამად სანკტ-პეტერბურგის) უმაღლესი პოლიტიკური სკოლა მედიის განხრით 1989 წელს. სხვადასხვა დროს მუშაობდა: გამომცემლობა "აჭარის" საწარმოო და საკომპიუტერო განყოფილებების გამგედ და რედაქტორად, პარტიის აჭარის საოლქო კომიტეტის ლექტორად, საქართველოს კულტურის ფონდის აჭარის განყოფილების თავმჯდომარის მოადგილედ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ, აჭარის ტელევიზიის საავტორო გადაცემის წამყვანად, ჟურნალ "ჭოროხის" სტილისტად; 2019 წლიდან ა(ა)იპ "აჭარის მწერალთა სახლის" კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტების კოორდინატორია. სამი წიგნის: "ხეების მისტერია" (1994), "დაუთი" (2010), "მიწის ვედრება" (2015) ავტორი და ერთი წიგნის "ძოწისფერი გვირილები" (1987) თანაავტორი. წყარო: საინფორმაციო ცნობარი აჭარაში მოღვაწე მწერალთა შესახებ / შემდგენელი ცისანა ანთაძე.-ბათუმი, 2019.-გვ.72 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |