The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ქალთამზე სურმანიძე

ქალთამზე სურმანიძე
ოფიციალური სახელი:ანა სურმანიძე
დაბადების თარიღი:26 იანვარი, 1983  (42 წლის)
კატეგორია:პოეტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.

დაამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი 2008 წელს.

2011 წლიდან მუშაობს ბათუმის ელიტარული სკოლა "გორდაში" ლაბორანტად, გახანგრძლივებული ჯგუფის მასწავლებლად, კითხვის საათის პედაგოგად, ბიბლიოთეკის ხელმძღვანელად; უძღვება მკითხველთა კლუბ "ანარეკლს" (რომლის დამფუძნებელიც თავადაა). იბეჭდება ჟურნალ "ჭოროხში" და ადგილობრივ პრესაში. მისი ლექსები შეტანილია კრებულებში: "მეცხრე ტალღა", "მერანი", "ლექსო არ დაიკარგები", "მოზაიკა".

წყარო: საინფორმაციო ცნობარი აჭარაში მოღვაწე მწერალთა შესახებ / შემდგენელი ცისანა ანთაძე.-ბათუმი, 2019.-გვ.73; ჟურნალი "აფინაჟი": apinazhi.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მწერალთა კავშირი, წევრი (2011-)

ბიბლიოგრაფია

  • მზერწყული : ლექსები (ავტორი). - ბათუმი, აჭარა, 2021. - 144 გვ.
  • მეცხრე ტალღა : ახალგაზრდა პოეტების ლექსები (თანაავტორი). - თბილისი, შპს გამ-ბა "ლამპარი-99", 2011. - 195 გვ. . - ISBN: 9789941920554

გააზიარე: