The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზურაბ ფირცხალაიშვილი

ზურაბ ფირცხალაიშვილი
დაბადების თარიღი:3 აგვისტო, 1952  (72 წლის)
კატეგორია:პოეტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი შუხუთი, ლანჩხუთის რაიონი.

დაამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი 1974 წელს.

სხვადასხვა დროს მუშაობდა: გამომცემლობა "საბჭოთა აჭარის" რედაქტორად, მთავარ რედაქტორად, ბათუმის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში (კითხულობდა ჟურნალისტიკის კურსს), აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში (საავტორო გადაცემათა რედაქტორად) უძღვებოდა საავტორო გადაცემებს "გადარჩენილი სიტყვა" და "რჩეული ფრაგმენტები", აჭარის სავაჭრო პალატაში (რედაქტორ-სტილისტად), ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტში (კითხულობდა ჟურნალისტიკის სალექციო კურსს). გამოცემული აქვს ლექსთა კრებულები: "ქვიშის ქალაქი" (1972), "დაუსრულებელი პორტრეტი" (1983), "ძველი სახლი" (1995), "აღარც დღე, აღარც საღამო" (2004), "აპოლონის სახლი" (სონეტები, ლექსები, სონეტების კონა, მოთხრობები, 2016) და სხვ. არის 8 წიგნის ავტორი, გადაღებული აქვს 80 მხატვრულ–დოკუმენტური ფილმი.

წყარო: საინფორმაციო ცნობარი აჭარაში მოღვაწე მწერალთა შესახებ / შემდგენელი ცისანა ანთაძე.-ბათუმი, 2019.-გვ.74; გაზეთი "აჭარა": gazetiajara.geქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ.306

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მწერალთა კავშირი, წევრი (1989-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: