Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნოდარ ქავთარაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ნოსირი, სენაკის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი. იყო აბასთუმნის რაიონული საავადმყოფოს ორდინატორი, თბილისის პირველი საავადმყოფოს ნერვული განყოფილების ექიმ-ორდინატორი, თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის ფიზიოთერაპიული კათედრის ასისტენტი, მოგვიანებით – დოცენტი. მონაწილეობდა ნერვულ სნეულებათა კლინიკაში ელექტროდიაგნოსტიკისა და ფიზიოთერაპიის მეთოდების დანერგვაში. ნოდარ ქავთარაძემ 1955 წელს საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა ეპილეფსიის შესახებ. 1958 წელს იგი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კლინიკური და ექსპერიმენტული ნევროლოგიის ინსტიტუტში უფროს მეცნიერ-თანამშრომლად მიიღეს. 1964 წელს საბჭოთა კავშირის წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებამ ნოდარ ქავთარაძე ერთი წლით კამბოჯის სამეფოში, მეგობრობის ჰოსპიტალში, უფროს ექიმ-კონსულტანტად მიავლინა. 1966 წელს ნოდარ ქავთარაძე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტის ნერვულ სნეულებათა კათედრის დოცენტი გახდა. 1972 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია დაიცვა, მიენიჭა პროფესორის წოდება. 1979-1997 წლებში ხელმძღანელობდა სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული, სანიტარულ-ჰიგიენური და სტომატოლოგიური ფაკულტეტების ნერვულ სნეულებათა კათედრას. პირველი, რაც კათედრის გამგედ დანიშვნის შემდეგ გააკეთა, ის იყო, რომ კათედრის ნაწილი ბავშვთა რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე გადაიტანა, რამაც დიდი როლი შეასრულა ბავშვთა ნევროლოგიის სწავლების ხარისხის ამაღლებაში. მუშაობდა ბავშვთა და მოზრდილთა ნევროლოგიაში. ნოდარ ქავთარაძე უდიდეს ინტერესს იჩენდა კვლევის უახლესი მეთოდების მიმართ. 80–იან წლებში მისი და პროფესორ ნოდარ ბოხუას ინიციატივით საქართველოში დაინერგა დოპლეროგრაფიის – თავის ტვინის მაგისტრალური სისხლძარღვების კვლევის მეთოდი, წარმატებით ჩატარდა საძილე არტერიების ენდარტერიექტომიები და შესრულდა მნიშვნელოვანი სამეცნიერო ნაშრომები. მისი ავტორობით გამოიცა სამოცდაათამდე სამეცნიერო ნაშრომი, ორი სახელმძღვანელო, სამი მონოგრაფია, მეთოდური რეკომენდაციები. მას ხშირად იწვევდნენ საკავშირო ყრილობებზე. აქტიურად მონაწილეობდა საზოგადოებრივ საქმიანობაშიც – იყო საზოგადოება "ცოდნის" ლექტორი, გამომცემლობა "საბჭოთა საქართველოს" სარედაქციო კომისიის წევრი, სამკურნალო ფაკულტეტის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, მეთოდური კომისიის წევრი, ჯანმრთელობის კომისიასთან არსებული ნარკომანიასთან ბრძოლის მუდმივი კომისიის წევრი, სადისერტაციო საბჭოს და ხარისხების მიმნიჭებელი საბჭოს წევრი. მიღებული აქვს კამბოჯის სახელმწიფო ორდენი - კამბოჯის მეფისა და ხალხის წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისთვის. პროფესორი. წყარო: ჟურნა "ავერსი" N192: aversi.ge Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |