შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ცალხელი![]()
ბიოგრაფიალექსებს ბეჭდავდა მეოცე საუკუნის დასაწყისში "ივერიაში", "ახალ დროებაში"; შალვა გოზალიშვილი, წიგნში "ქართული მხატვრული ლიტერატურის ისტორია", წერს: "პოეტ-აკადემიკოსის იოსებ გრიშაშვილის გადმოცემით ფსევდონიმი "ცალხელი" ეკუთვნის გიორგაძეს; თუკი ვინ არის ეს გიორგაძე, მის შესახებ ცნობები არ მოგვიპოვებია. ვიცით მხოლოდ, რომ ეს გიორგაძე სინამდვილეში ცალხელა კაცი ყოფილა, რის მიხედვითაც აუღია მას თავისი ფსევდონიმი; მისი ლექსი "დილის ლაჟვარდნო" უნდა იყოს 1903-1905 წლების რევოლუციური მოძრაობით აღფრთოვანებული და იმედმოცემული ადამიანის გზნებით შექმნილი, რომელსაც იმედი ჰქონდა სამართლიანობის გამარჯვებისა, ბოროტ, ხალხის მჩაგვრელ ძალებზე, რუსეთის მეფის ხელისუფლებაზე; მეორე ლექსიც, "მოწოდება", ამავე სულისკვეთებითაა დაწერილი. წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ.364
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |