შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვლადიმერ დევიძე![]()
ბიოგრაფიადაამთავრა თბილისის ინდუსტრიული ტექნიკუმი 1927 წელს; კავკასიის ინდუსტრიული ინსტიტუტი 1932 წელს და ამავე ინსტიტუტის ასპირანტურა 1935 წელს. 1927-1932წწ. სწავლის პარარელურად, მუშაობდა მონტიორად და ელექტროტექნიკოსად ამიერკავკასიის რკინიგზაზე; 1932-1937წწ. კითხულობდა ლექციებს ინსტიტუტის ძირითად დისციპლინებში და მუშაობდა ინჟინრად სხვადასხვა საწარმოში; 1937-1941წწ. "საქენერგოს" მმართველი, მეორე მსოფლიო ომის წინა პერიოდში ელექტროენერგიის ღრმა დეფიციტის პირობებში რესპუბლიკაში ტარდება მკაცრი შეზღუდვები; 1941 წელს ახალი ელექტროგადამცემი ხაზი ბათუმი-სამტრედია ჩართვის შემდეგ ენერგოსისტემაში ჩიართო ადრე ავტონომიურ რეჟიმში მომუშავე აწჰესი, ახალი ძალით გაიშალა ხრამჰეს 1-ის, ჩითახევჰესის მშენებლობა, ექსპლუატაციაში გაიშვა ტყვარჩელჰესის მეორე აგრეგატი, აშენდა რიგი მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი; 1948 -1973წწ. თბილისის "თბოელექტროცენტრალის" დირექტორი; 1973-1979წწ. ქ. თბილისის ელქტროქსელების უფროსი ინჟინერი. 1938 წელს არჩეული იყო საქართველოს უმაღლესი საბჭოს დეპუტატი; 1967 წელს ქ. თბილისის ოქტომბრის რაიონის დეპუტატი. მიღებული ჰქონდა მრავალი სახელმწიფო ჯილდო. წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი,. 2016.- გვ. 104
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |