The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მიხეილ თოფურია

მიხეილ თოფურია
დაბადების თარიღი:1914
გარდაცვ. თარიღი:ივნისი, 1989  (75 წლის ასაკში)
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. აბაშა.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი 1939 წელს; თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1951 წელს.

მუშაობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პოლიტეკონომიისა და პარტისტორიის კათედრაზე და პარალელურად კი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტზე სწავლობდა; მეორე მსოფლიო ომის დაწყებისთანავე მიხეილ თოფურია ამიერკავკასიის ფრონტის ჩრდილოეთ დაჯგუფებაში მოხვდა, რომელიც კავკასიის მისადგომებს იცავდა, დაჯილდოებული იყო პირველი და მეორე ხარისხის ორდენებით, მედლებითა და სამკერდე ნიშნებით. მიხეილმა ომი კაპიტნის წოდებით დაასრულა და 1946 წლის სექტემბერში, დემობილიზაციის შემდეგ, თბილისში მეორე ჯგუფის ინვალიდად დაბრუნდა. იგი  სამედიცინო ინსტიტუტის პოლიტეკონომიისა და პარტისტორიის კათედრაზე დაბრუნდა, კითხულობდა ლექციებს. 1951 წელს მიხილ თოფურია რეპრესიებში მოჰყვა, სასჯელად სოხუმში გადაყვანა (ფაქტობრივად, გადასახლება) აკმარეს, ხოლო 1953 წელს სხვებთან ერთად ისიც რეაბილიტირებულ იქნა. რეაბილიტაციის შემდეგ ისევ სამედიცინო ინსტიტუტში დაბრუნდა, როგორც ექიმი-თერაპევტი; 1955 წელს ცენტრალური რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს ზოგადი თერაპიის განყოფილების გამგედ დანიშნეს, ხოლო როდესაც 1975 წელს საავადმყოფო ახალ შენობაში გადავიდა – მთავარი ექიმის მოადგილედ სამკურნალო დარგში. 1979 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე მიხეილ თოფურია ენდოკრინოლოგიისა და ნივთიერებათა ცვლის დარღვევათა განყოფილებას ხელმძღვანელობდა.

წყარო: ჟურნალი ავერსი N176: მიხეილ თოფურია: საქართველოს დამსახურებული ექიმი. 1914-1989. ნეკროლოგი.- თბილისი, 1989.-22 ივნისი.-გვ.6 (aversi.ge)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს დამსახურებული ექიმი

გააზიარე: