The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გურამ გორდეზიანი

გურამ გორდეზიანი
Date of birth:1970  (55 years)
Category:Poet

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ჭრებალო, ამბროლაურის რაიონი.

სწავლობდა საქართველოს ღია ჰუმანიტარულ უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე.

1988 წელს გაიწვიეს სამხედრო სავალდებულო სამსახურში; ჯარიდან დაბრუნების შემდეგ აქტიურად იყო ჩართული ეროვნულ მოძრაობაში; გარკვეული წვლილი მიუძღვის ქართული ჯარის ჩამოყალიბებაში; იბრძოდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის სამაჩაბლოსა და აფხაზეთში; 1995 წელს დაპატიმრებული იყო პოლიტიკური ნიშნით, ცრუ ბრალდების საფუძველზე, ლექსების წერა დაიწყო პატიმრობისას, 26 წლის ასაკში; ციხიდან განთავისუფლდა 1999 წელს; 2004 წელს იყო ამბროლაურის კულტურის განყოფილების გამგე; 2009 წელს – გაზეთ "საქართველო XXI" მთავარი რედაქტორი; 2010 წელს დაინიშნა ამბროლაურის მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრის დირექტორად; არის ხუთი პოეტური კრებულის ავტორი: "არა გაქვს სადარდიანო", "უშუშებელი მეწვის იარა", "მე ის ვარ..!", "მზის გენია", "ადუღებული ცრემლით დაგხატე" (2017), "ოდესღაც" (2019).

წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ.95-96

Bibliography


Share: