The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გულო ფუტკარაძე-სეჩენიანი

გულო ფუტკარაძე-სეჩენიანი
Legal name:გულნარა ფუტკარაძე
Date of birth:2 August, 1958  (66 years)
Category:Writer, Painter, Journalist

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ბობოყვათი, ქობულეთის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამეცნიერო-სასწავლო ინსტიტუტის სამეურნეო სამართლის ფაკულტეტი 2001 წელს.

წლების განმავლობაში მუშაობდა: სურსათვაჭრობის N117 მაღაზიაში მოლარე-კონტროლიორად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების სამინისტროში (მდივნად), ქალაქ ბათუმის სოციალური დახმარების განყოფილებაში უფროს სპეციალისტად, გაზეთ "აჭარის" კორესპონდენტად; ამჟამად ოზურგეთის ცხოველთა თავშესაფრის მიწვეული დირექტორია. გამოცემული აქვს წიგნები: "სიყვარულში ჩაფერფლილი წლები" (მონოგრაფია, 2011), "დაბადებიდან გარდაცვალებამდე" (მონოგრაფია, 2016), "ეს ხომ საქართველოა" (მოთხრობების კრებული, 2013), "ქალის დღიური" (მოთხრობების კრებული, 2017), "ბამბის პლანტაციები" (მოთხრობები, რეპრესირებულთა ცხოვრების ამსახველი, 2018), "ჩვენ და ცხოველები" (სასწავლო წიგნი, 2017), "გმირები" (სახანძრო-სამაშველო სამსახურის საიუბილეო 130 წლისთავთან დაკავშირებით, 2019). მიღებული აქვს საპატიო სიგელები: "ცხოველთა დახმარებისა და ქველმოქმედებისათვის" - აჭარის მამულიშვილთა საგვარეულო კავშირის მიერ, 60 წლის იუბილეო თარიღთან დაკავშირებით, აჭარის ფუტკარაძეთა საგვარეულო კავშირის მიერ - "კავშირში გაწეული მონაწილეობისათვის", "აჭარა-გურიის ცხოველთა საუკეთესო უფლებების დამცველი" - საქართველოს ცხოველთა დაცვის ფედერაციის მიერ, ბათუმში სომხეთის გენერალური კონსულის ერგიშე სარგსიანის მიერ, აჭარის დამსახურებული მხატვრისა და კომპოზიტორის გრაჩ სეჩენიანის "შემოქმედებით საქმიანობაში აქტიური მონაწილეობისათვის", აჭარის სომეხთა კავშირის 25-ე წლისთავთან დაკავშირებით - "აჭარაში სომხურ-ქართული ურთიერთობების ხელშეწყობაში აქტიური მონაწილეობისათვის".

წყარო: საინფორმაციო ცნობარი აჭარაში მოღვაწე მწერალთა შესახებ / შემდგენელი ცისანა ანთაძე.-ბათუმი, 2019.-გვ.76 

Member of Organizations

  • ა(ა)იპ "ცხოველთა სამყარო", თავმჯდომარე
  • საქართველოს მწერალთა კავშირი, წევრი (2013-)
  • საქართველოს მხატვართა კავშირი, წევრი (2010-)

Awards and Honors

  • 2013 - მედალი "სამოქალაქო თავდადებისთვის"

Bibliography


Share: