The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სალომე ნამიჭეიშვილი

სალომე ნამიჭეიშვილი
დაბადების თარიღი:4 ნოემბერი, 1979  (45 წლის)
კატეგორია:ფსიქოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთევროპული ფაკულტეტი; 2001-2003წწ. სწავლობდა ნიუ-იორკში, კოლუმბიის უნივერსიტეტში, სადაც სოციალური მუშაობის მაგისტრის ხარისხი მიიღო; 2016 წელს მოიპოვა დოქტორის ხარისხი.

სხვადასხვა დროს მუშაობდა ბავშვთა დაცვის, ოჯახში ძალადობის, უსახლკარობის, სისხლის სამართლის მართლმსაჯულების თემებზე. 2011-2013წწ. იყო სოციალურ მუშაკთა ასოციციის თავმჯდომარე; 2012 წელს გახდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის "საერთაშორისო მამაც ქალთა" ჯილდოს ქართველი ნომინანტი; 2005 წლიდან ეწევა აკადემიურ მუშობას - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიწვეული ლექტორი. ასწავლის სოციალურ მუშაობას საერთაშორისო პროგრამების ფარგლებში სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტების მიწვევით.

წყარო: თავისუფლების დღიურები, 2017, მე-12 წიგნი: რადიო "თავისუფლების" პროექტი/პროექტის ავტორი დავით კაკაბაძე.-თბ., 2018. -გვ.5

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • სოციალურ მუშაკთა ასოციაცია, თანადამფუძნებელი
  • სოციალურ მუშაკთა საერთაშორისო ფედერაცია, ევროპის რეგიონის ვიცე-პრეზიდენტი (2014-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: