Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
არჩილ გურჯიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ბიღა, ჭიათურის რაიონი. 1935 წლიდან ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ქუთაისში; პირველი ლექსი 1935 წელს გამოაქვეყნა გაზეთ "სტალინელში". კიევში სწავლისას ის საფუძვლიანად გაეცნო უკრაინულ მწერლობას; სიცოცხლის ბოლომდე მეგობრობდა უკრაინელ პოეტებთან; მისი ნაწარმოებები სისტემატურად იბეჭდებოდა ჟურნალ-გაზეთებში; ავტორია კრებულებისა: "გავთალე ნედლი ლერწამი", "ლირიკა", "ფესვები", "ყველგან ჩემი სახლია" და სხვ; მუშაობდა კულტურის სახლის დირექტორად, ალ. წულუკიძის სახლ-მუზეუმის დირექტორად, სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ბიბლიოთეკის გამგედ, საქართველოს მწერალთა კავშირის ქუთაისის განყოფილების ხელმძღვანელად, ამ განყოფილების პოეზიის სექციის ხელმძღვანელად. იყო ჟურნალ "რიონის" სარედაქციო კოლეგიის უცვლელი წევრი; ბოლოს გამომცემლობა "საბჭოთა საქართველოს" ქუთაისის ფილიალის რედაქტორი იყო; მისი უშუალო რედაქტორობით არაერთი მწერლის წიგნი გამოვიდა. დაიღუპა ტრაგიკულად. წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ.109 Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |