The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ციალა გულედანი

დაბადების თარიღი:2 აპრილი, 1943  (82 წლის)
კატეგორია:იურისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ლენჯერი, ახლანდელი მესტიის მუნიციპალიტეტი.

დაამთავრა თბილისის პროფტექნიკუი სასწავლებელი; ა. ს. პუშკინის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის, ბიბლიოთეკარმცოდნეობის ფაკულტეტის დაუსწრებელი განყოფილება; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურდიული ფაკულტეტი.

უნივერსიტეტის წარმატებით დამთავრების შემდეგ მუშაობდა ქ. თბილისში პირველი მაისის სახელობის რაიონის იურდიულ კონსულტაციაში ადვოკატად, შემდეგ იგი დაბრუნდა თავის მშობლიურ მესტიის რაიონში და მუშაობა დაიწყო მესტიის მილიციის რაიონულ განყოფილებაში ჯერ გამომძიებლად, უფროს გამომძიებლად და შემდეგ მილიციის უფროსის მოადგილედ პოლიტაღმზრდელობით დარგში. 1992 წელს მესტიის რაიონის მოსახლეობის უმრავლესობის მხარდაჭერით აირჩიეს მესტიის რაიონის პრეფექტის თანამდებობაზე. 1993 წელს მუშაობა დაიწყო საქართველოს შინგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტში ზონის გამომძიებლის თანამდებობაზე, შემდეგ მუშაობდა ქ. თბილისის ნაძალადევის რაიონში ადვოკატად. ვიცე პოლკოვნიკი, ხალხთა მეგობრობის კავალერი, ომის ვეტერანი.

წყარო: სვანეთი და სვანები / ირაკლი დვალი, გივი ქურდიანი.-თბ., 2014.-გვ.149

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1980 - ხალხთა მეგობრობის ორდენი

გააზიარე: