The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი ნამორაძე

სხვა სახელი:გუცა  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:14 ოქტომბერი, 1882
გარდაცვ. თარიღი:16 თებერვალი, 1965  (82 წლის ასაკში)
კატეგორია:მთარგმნელი, პედაგოგი, პოეტი, პუბლიცისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. გორი.

სწავლობდა თბილისის სემინარიაში, 1907 წლიდან კიევის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე. სემინარიიდან და უნივერსიტეტიდანაც გარიცხული იყო სტუდენტების საპროტესტო გამოსვლებში მონაწილეობის გამო. მისი ლექსები და კორესპონდენციები უკრაინული კულტურის შესახებ იბეჭდებოდა იმდროინდელ ქართულ პრესაში. 1917 წლის იანვარში კიევში დააპატიმრეს ომის საწინააღმდეგო აგიტაციის გამო, მაგრამ გათავისუფლდა თებერვლის რევოლუციის შემდეგ. ერთხანს კიევის 1-ლი სარეზერვო კომუნისტური პოლკის სამედიცინო ნაწილის უფროსი ექიმი იყო. 1924 წლიდან ხარკივში მუშაობდა სახელმწიფო გამომცემლობის ლიტერატურულ რედაქტორად. 1936-1945წწ. იდევნებოდა: რამდენჯერმე იყო დაპატიმრებული, შემდეგ გადასახლებული. გათავისუფლების შემდეგ საქართველოში ცხოვრობდა. მუშაობდა მასწავლებლად სოფ. სართიჭალაში. 1956 წელს რეაბილიტირებული იქნა. მან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა XX საუკუნის პირველი ნახევრის ქართულ-უკრაინულ ლიტერატურული ურთიერთობების განვითარებაში. თარგმნიდა უკრაინული ლიტერატურის ნიმუშებს ქართულად და პირიქით, ხელმძღვანელობდა ქართულ-უკრაინული ლექსიკონის შედგენას (ხელნაწერი დაკარგულია), უკრაინულ გამოცემებში აქვეყნებდა წერილებს და სტატიებს საქართველოს და ქართული კულტურის შესახებ, პოეტ მიკოლა ბაჟანს დაეხმარა შოთა რუსთაველის "ვეფხისტყაოსნის" უკრაინულად თარგმნაში.  მისი ლექსები იბეჭდებოდა ათიანი წლების გაზეთებში, ხოლო კორესპონდენციები იბეჭდებოდა "ივერიაში".

წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ.109; საქართველოს პროსოფოგრაფია: prosopography.iliauni.edu.ge

ბიბლიოგრაფია

  • მოთხრობები : იური ზბანაცკი ; უკრ. თარგმ. გ. ნამორაძემ (მთარგმნელი). - თბილისი, ლიტერატურა და ხელოვნება, 1964. - 76გვ.
  • მოთხრობები : ნათან რიბაკი ; უკრ. თარგმნ. გ. ნამორაძემ (მთარგმნელი). - თბილისი, ლიტერატურა და ხელოვნება, 1964. - 77გვ.
  • Зелене Шатро : Родiон Коркiя ; перекл. з груз. Г. Наморадзе (მთარგმნელი). - Киiв, Молодь, 1963. - 180p.
  • შროშანი : ზღაპარი / ლესია უკრაინკა ; მთარგმ: გ. ნამორაძე (მთარგმნელი). - თბილისი, ნაკადული, 1963. - 21გვ.
  • Збiрка оповiдань : М. Джавахiшвiлi ; перекл. Г. Наморадзе (მთარგმნელი). - Харкiв, Книгоспiлка, 1930. - 326p.

გააზიარე: