შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნონა დავითაია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ეკი, ახლანდელი სენაკის მუნიციპალიტეტი. 1965 წელს ჩაირიცხა ქუთაისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის დაწყებითი განათლების პედაგოგიკისა და მეთოდიკის ფაკულტეტზე. წლების განმავლობაში ეწეოდა აქტიურ პედაგოგიურ და საზოგადოებრივ მოღვაწეობას; იყო ზუგდიდის მწერალთა კავშირის პოეზიის განყოფილების გამგე, ზუგდიდის სახელმწიფო ტელევიზიის მთავარი რედაქტორი, რუსთაველის საზოგადოების საქალაქო განყოფილების პასუხისმგებელი მდივანი; 1999 წელს დააფუძნა არასამთავრობო ორგანიზაცია, ხელოვნებისა და კულტურის დაცვა-განვითარების ასოციაცია "ოქროს საწმისი"; ექვსი წიგნის ავტორია, პოეტური კრებულების გარდა მას ეკუთვნის ნაშრომები ხელოვნების საკითხებზე, მათ შორის წიგნი-კატალოგი "მე ვცოცხლობ ჩემივე სიკვდილით", რომელშიც 12 ნარკვევია შესული. იგეგმება მისი ლექსების ერთტომეულის გამოცემა; 2015 წელს მას გარდაცვალების შემდეგ მიენიჭა საზოგადო მოღვაწის წოდება. წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ.112; m.facebook.com ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |