Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
შოთა დარბუაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ცხინვალი. დაამთავრა ცხინვალის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი 1979 წელს. შემოქმედებითი მოღვაწეობა დაიწყო 1970-იან წლებში; თანამოაზრეებთან ერთად შექმნა როკ-ჯგუფი "ბონვარონი" (ცისკრის ვარსკვლავი); იყო ამავე ჯგუფის დრამერი – სოლისტი; 1974 წელს ანსამბლს მიენიჭა სახელმწიფო სტატუსი. ლიტერატურულ-ჟურნალისტური საზოგადოებრივი მოღვაწეობა დაიწყო 1980-იანი წლების მეორე ნახევრიდან მისი ლექსები, წერილები იბეჭდებოდა ადგილობრივ და რესპუბლიკურ ჟურნალ-გაზეთებში; 1981 წელს მიიწვიეს ვაჟთა ფოლკლორულ ანსამბლ "ლიახვში" (დღეს უკვე სახელმწიფო სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი "ნართები") და ამ ანსამბლის სოლისტია; წლების მანძილზე იგი გახდა რესპუბლიკური თუ მსოფლიო მუსიკალური ფესტივალების არა ერთგზის ლაურეატი; მისი ლექსები, წერილები იბეჭდებოდა ადგილობრივ და რესპუბლიკურ ჟურალ-გაზეთებში: "ლიტერატურული საქართველო", "კლდეკარი", "ნობათი", "საქართველოს რესპუბლიკა", "თბილისი", "ახალი ივერია", "ლიტერატურული ცხინვალი", "შიდა ქართლი" და სხვა; 1994 წელს მიღებული აქვს ჟურნალ "ნობათის" პრემია; იგი იყო "ლიტერატურული ცხინვალის" სარედაქციო საბჭოს წევრი; ივანე მაჩაბელის საზოგადოების დამაარსებელი და ვიცე თავმჯდომარე, მისი თავმჯდომარე კი გურამ შარაძე იყო; 1994 წელს მიღებული აქვს ჟურნალ "ნობათის" პრემია; გამოცემული აქვს ოთხი პოეტური კრებული: "სამაჩაბლოში ქართლის ცრემლია" (1992), "ლტოლვილი მქვია" (1994), "წარსულის ნაამბორალი" (2000), "მივიწყებული წალკოტი" (2007). მუშაობს დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმში. Member of Organizations
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |