The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნანა შაინიძე

ნანა შაინიძე
დაბადების თარიღი:13 ოქტომბერი, 1975  (49 წლის)
კატეგორია:პოეტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი რაქვთა, ხულოს რაიონი.

დამთავრებული აქვს აჭარის ხალხური ხელოვნების სკოლა.

ავტორია წიგნებისა: '"არეული", "ჩემი ავანსცენა" (2019). სხვადასხვა დროს მუშაობდა: ლანჩხუთის რაიონის ადგილობრივ პრესაში ("ლანჩხუთის მოამბე", "ლანჩხუთი+", "წიწმატი") კორესპონდენტად, ლანჩხუთის ლიტერატურულ შემოქმედთა კავშირის ("სამება") პასუხისმგებელ მდივნად; 2002-2016 წლებში იყო ლანჩხუთის კულტურის ცენტრთან არსებული ახალგაზრდული დასის ხელმძღვანელი და ღონისძიებათა ორგანიზატორი. კულტურულ საქმიანობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის 2013 წელს მიღებული აქვს  საქართველოს კულტურის სამინისტროს დიპლომი.

წყარო: საინფორმაციო ცნობარი აჭარაში მოღვაწე მწერალთა შესახებ / შემდგენელი ცისანა ანთაძე.-ბათუმი, 2019.-გვ.87; steptowardsuccessblog.wordpress.com

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მწერალთა კავშირი, წევრი (2018-)

ბიბლიოგრაფია

  • ჩემი ავან-სცე-ნა : კრებული (ავტორი). - თბილისი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, 2019. - 148გვ.. - ISBN: 9789941965234

გააზიარე: