შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
შაქრო ჩიკვაიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ვაიო, ქედის რაიონი. დაამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი 1974 წელს. 1974-1977 წწ. მუშაობდა წონიარისის საშუალო სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურისა და ისტორიის მასწავლებლად; 1978-1980 წწ. იყო ქედის რაიონის გაზეთ "კოლმეურნეს" კორესპონდენტი; 1980-1982 წწ. ხელვაჩაურის რაიონული გაზეთის - "ოქტომბრის გზით" კორესპონდენტი; 1982-1983 წწ. გამომცემლობა "საბჭოთა აჭარის" საწარმოო განყოფილების გამგე; 1983-1990 წწ. გაზეთ "საბჭოთა აჭარის" კორესპონდენტი და საკუთარი კორესპონდენტი; 1989-1991 წწ. ბათუმის საქალაქო კომიტეტის ინსტრუქტორი; 1992-1993წწ. ხელვაჩაურისა და ქედის რაიონული გაზეთების კორესპონდენტი; 1994-2004 წწ. გაზეთების: "სოფლის ცხოვრება", "სახალხო განათლება" კორესპონდენტი; პარალელურად იყო აჭარის მინისტრთა საბჭოს საინფორმაციო განყოფილების გამგე და პრესმდივანი; 2006 წელს იმუშავა საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილედ; 2001 წლიდან გაზეთების "ქედის" და "მაცნეს" რედაქტორია. ავტორია რომანისა "მემკვიდრე" (ორ ტომად, 2003); იბეჭდება ჟურნალ "ჭოროხში" და რესპუბლიკის სხვა ჟურნალ - გაზეთებში. წყარო: საინფორმაციო ცნობარი აჭარაში მოღვაწე მწერალთა შესახებ / შემდგენელი ცისანა ანთაძე.-ბათუმი, 2019.-გვ.90 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |