The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მალხაზ ჩოხარაძე

მალხაზ ჩოხარაძე
დაბადების თარიღი:12 ნოემბერი, 1964  (60 წლის)
კატეგორია:მეცნიერი, პედაგოგი, ფილოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: დაბა ხელვაჩაური.

დაამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი (სპეციალობა: ქართული ენა, ლიტერატურა და ისტორია) 1989 წელს; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურა (სპეციალობა: უახლესი ქართული ლიტერატურატურის ისტორია) 1992 წელს.

 1992 წლიდან პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც სხვადასხვა დროს იყო: ისტორიისა და ქართული ფილოლოგიის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, დასავლეთ ევროპული ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტის დეკანი, პრორექტორი ჰუმანიტარული მუშაობის დარგში, მოსამზადებელი ცენტრის კოორდინატორი; ამჟამად არის ქართული ფილოლოგიის დეპარტამენტის პროფესორი (2013 წლიდან), ასევე, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართველოლოგიის ცენტრის კოორდინატორის მოადგილე (2000 წლიდან), ქართული ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი (2020 წლიდან); მ. ჩოხარაძის ინტერესების სფეროა: ლიტერატურის ისტორია და თეორია; თანამედროვე ქართული ლიტერატურა; სწავლების სტრატეგიები და მეთოდიკა; საქართველოს ისტორია და თანამედროვეობა; ჭოროხის "ქვეყნები" (ისტორიული სამხრეთი საქართველო); იგი არის ავტორი 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა, ასევე, დოკუმენტური ფილმებისა: "ამბავი თორმეტი სავანისა" (2019), "ამბავი ჭოროხზე ნაოსნობისა" (2024); როგორც ხელმძღვანელი ან ძირითადი პერსონალი, მონაწილეობდა ქართველოლოგიის ცენტრის არაერთ სამეცნიერო პროექტში; ჭოროხის აუზში, ლაზეთსა და თურქეთის შიდა პროვინციებში (ქართველ მუჰაჯირთა შთამომავლების დასახლებებში) მისი მონაწილეობით განხორციელდა ორმოცამდე ექსპედიცია.

წყარო: ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი: bsu.edu.geსაინფორმაციო ცნობარი აჭარაში მოღვაწე მწერალთა შესახებ / შემდგენელი ცისანა ანთაძე.-ბათუმი, 2019.-გვ.92

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირი, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2018 - ივანე ჯავახიშვილის სახელობის პრემია (თანაავტორებთან ერთად)
    კლარჯეთი : მონოგრაფია / მამია ფაღავა, მერი ცინცაძე, მაია ბარამიძე [და სხვ.] .- ბათუმი : თბილისი : გამ-ბა "სამშობლო", 2016.-1089გვ.

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: