Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
რეზო ხოფერია![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი. მუშაობდა ქობულეთის სანატორიუმში. 1947-1948 წლებში ჯარში გაიწვიეს, მსახურობდა მოსკოვის მახლობლად, დემობილიზაციის შემდეგ იქვე, მოსკოვის პირველი სამედიცინო ინსტიტუტის ოტორინოლარინგოლოგიის კათედრაზე გაიარა ორდინატურა. მუშაობდა პროფესორ ბორის პრეობრაჟენსკის კლინიკაში. იყო კრემლის მთავარი ოტორინოლარინგოლოგი. 1956 წელს მოსკოვის ნ. პიროგოვის სახელობის პირველი საავადმყოფოს ოტორინოლარინგოლოგიის კლინიკური განყოფილების გამგედ დანიშნეს. პარალელურად ასწავლიდა მოსკოვის მეორე სამედიცინო ინსტიტუტში. იყო მოსკოვის მთავარი ოტორინოლარინგოლოგი, ჯანმრთელობის სამმართველოს გამგე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პრორექტორი. რეზო ხოფერია პრაქტიკოს ექიმთან ერთად დიდი მეცნიერიც იყო. მის სამეცნიერო ნაშრომებს შორის განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია თავის ფუძის ფიბრომის ქირურგიულმა მკურნალობამ და კოლდუელ-ლიუკის ოპერაციის რაციონალიზაციამ. მანვე დაამუშავა ხორხის ოპერაციების არაერთი მეთოდი, რადიკალური ოპერაცია ჰაიმორიტის დროს. 1967 წელს კანადაში, მონრეალში, გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია, რომელზეც საბჭოთა კავშირმა დიდი დელეგაცია გაგზავნა. ოტორინოლარინგოლოგების ჯგუფს რეზო ხოფერია ხელმძღვანელობდა. იგი იყო უმაღლესი კვალიფიკაციის ექიმი. წყარო: ჟურნალი "ავერსი" N179: aversi.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |