The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რომან ლაბაძე

რომან ლაბაძე
დაბადების თარიღი:1935
გარდაცვ. თარიღი:2009  (74 წლის ასაკში)
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ჭიათურა.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი.

ხუთი წელი ქუთაისის ავტოქარხნის მედსანნაწილისა და მეოთხე საავადმყოფო-პოლიკლინიკის გაერთიანების ექიმი თერაპევტი იყო. 1966 წელს თბილისში გადავიდა, თსსუ-ს კლინიკურ ორდინატურაში, სერგო კობალაძისა და გურამ გურგენიძის ხელმძღვანელობით გაიარა ჰოსპიტალური თერაპიისა და ალერგოლოგიის კურსი. ორდინატურის დამთავრების შემდეგ რომან ლაბაძე აკადემიკოს ნ. ყიფშიძის სახელობის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს ახალდაარსებული ალერგოლოგიური ლაბორატორიის გამგედ დანიშნეს. რამდენიმე წლის შემდეგ ამავე საავადმყოფოს ალერგოლოგიური განყოფილების ექიმი ორდინატორი გახდა, აქვე მუშაობდა გარდაცვალებამდე, 2009 წლამდე. 1983 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია პოლინოზის შესახებ, 2006 წელს კი მედიცინის დოქტორის აკადემიური ხარისხი მოიპოვა. გამოქვეყნებული აქვს 50-მდე სამეცნიერო ნაშრომი შინაგანი მედიცინისა და კლინიკური ალერგოლოგიის აქტუალურ საკითხებზე, ასევე საინტერესო ნაშრომები ჰემორაგიებზე. ხშირად აქვეყნებდა საინტერესო სტატიებს მედიცინის აქტუალურ საკითხებზე არა მარტო სამედიცინო ჟურნალებში, არამედ პოპულარულ პერიოდულ გამოცემებშიც: "თბილისში", "სოფლის ცხოვრებაში". ბევრი დაავადება საქართველოში პირველად მან აღწერა, მათ შორის – რეიტერის დაავადება, აიერზა-არილაგას სინდრომი (შავი ციანოზი), ბუშკეს სინდრომი, ჰემორაგიული კაპილარიტები – იშვიათი ფორმის კაპილარული ტოქსიკოზები. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი. კლინიცისტ-ალერგოლოგი.

წყარო: ჟურნალი "ავერსი" №162: aversi.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს თერაპევტთა სამეცნიერო საზოგადოებისა და ალერგოლოგთა სამედიცინო საზოგადოება, წევრი
  • საქართველოს ჟურნალისტთა კავშირი, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს დამსახურებული ექიმი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: