შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დავით დოლიძე![]()
ბიოგრაფიადაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო ფაკულტეტი ინჟინერ-ჰიდროგეოლოგის სპეციალობთ 1959 წელს. 1959-1962წწ. მუშაობდა ტრესტ "საქნავთის" ბურღვის კანტორის სხვადასხვა საძიებო უბნებზე ტექნიკოს-გეოლოგად; 1962-2008წწ. გაზიფიკაციის სისტემაში ტრესტ "თბილგაზის" სამმართველოს რაიონული კანტორის ინჟინერი, საწარმოო-ტექნიკური განყოფილების უფროსი ინჟინერი; "საქმთავარგაზის" უფროსის თანაშემწე, კოლეგიის მდივანი; 1978-1985წწ. "საქმთავარგაზი", შემდგომში "სახგაზსახკომი", ექსპლუატაციის განყოფილების უფროსი; 1985 წელს ტრესტი "თბილგაზის" ექსპლუატაციის განყოფილების უფროსი, ტექნიკური ინსპექციის უფროსი; 2006-2008წწ. საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის სპეციალისტი. დაჯილდოებულია ქების სიგელით, მედლით "შრომის ვეტერანი". წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი,. 2016.- გვ. 109-110 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |