შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ჯემალ დობორჯგინიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი მამათი, ლანჩხუთის რაიონი. დაამთავრა ქუთაისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი და თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი. იმსახურა ჯარში, ათი წელი იმუშავა ლეიტენანტის ჩინით მილიციის ბავშვთა ოთახის ინსპექტორად; თვრამეტი წელი მამათის კულტურის სახლის დირექტორად, ათი წელი ამავე კულტურის სახლის ხალხური შემოქმედების განყოფილების გამგედ. მუშაობს ქ. ლანჩხუთში ვ. წულაძის სახელობის თეატრისა და კინოს მუზეუმში მეცნიერ მუშაკად; მისი პირველი ლექსი გამოაქვეყნა გაზეთ "სოფლის ცხოვრებაში" 1961 წელს. გამოცემული აქვს ლექსების კრებულები: "გვირილა", "შავი შაშვი ჩიოდა", "იის გორა", "ჭიპიტო და ჭაპიტო", "დედულეთის ზაფხული", "იის გორიდან მოვდივარ", "ჭიპიტოს და ჭაპიტოს" (განმეორებით შევსებული გამოცემა), "კესოს წიგნი" (თვითგამოცემა), "აღსარებები და საგალობლები უფლისადმი". არის 12 წიგნის ავტორი; გამოცემული აქვს არაერთი საბავშვო ლექსების კრებული. წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ.122; facebook.com ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |