Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ჯემალ დობორჯგინიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი მამათი, ლანჩხუთის რაიონი. დაამთავრა ქუთაისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი და თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი. იმსახურა ჯარში, ათი წელი იმუშავა ლეიტენანტის ჩინით მილიციის ბავშვთა ოთახის ინსპექტორად; თვრამეტი წელი მამათის კულტურის სახლის დირექტორად, ათი წელი ამავე კულტურის სახლის ხალხური შემოქმედების განყოფილების გამგედ. მუშაობს ქ. ლანჩხუთში ვ. წულაძის სახელობის თეატრისა და კინოს მუზეუმში მეცნიერ მუშაკად; მისი პირველი ლექსი გამოაქვეყნა გაზეთ "სოფლის ცხოვრებაში" 1961 წელს. გამოცემული აქვს ლექსების კრებულები: "გვირილა", "შავი შაშვი ჩიოდა", "იის გორა", "ჭიპიტო და ჭაპიტო", "დედულეთის ზაფხული", "იის გორიდან მოვდივარ", "ჭიპიტოს და ჭაპიტოს" (განმეორებით შევსებული გამოცემა), "კესოს წიგნი" (თვითგამოცემა), "აღსარებები და საგალობლები უფლისადმი". არის 12 წიგნის ავტორი; გამოცემული აქვს არაერთი საბავშვო ლექსების კრებული. წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ.122; facebook.com Member of Organizations
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |