შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი გუჯეჯიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. მესტია. დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის, ტექნოლოგიის ფაკულტეტი 1956 წელს; ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტი 1969 წელს. 1958 წელს სწავლა განაგრძო სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ასპირანურაში ღვინის ტექნოლოგიის განხრით; 1963 წელს წარმატებით დაიცვა დისერტაცია და მუშაობა დაიწყო საქართველოს მებაღეობა, მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში მეცნიერ-მუშაკად; იყო წინანდლის საწარმოო გაერთიანების მთავარი მეღვინე, 1961 წლიდან მუშაობდა მანავის ღვინის კომბინატის დირექტორად; ორი წელი მარნეულის რაიონში "თამარისის" მთავარი მეღვინე იყო, 1991 წელს თბილისის კონიაკის ქარხნის დირექტორად დაინიშნა; 1996 წელს როგორც გამოცდილი და მაღალკვალიფიციური სპეციალისტი დაინიშნა საქართველოს მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის მოადგილედ სამეცნიერო ნაწილში; 1992 წელს ჩამოაყალიბა დავით სარაჯიშვილის საქველმოქმედო საზოგადოება და იგი აირჩიეს ამ საზოგადოების პრეზიდენტად. გამოქვეყნებული აქვს 25 სამეცნიერო ნაშრომი მეღვინეობის აქტუალურ საკითხებზე და ავტორია სამი გამოგონების. ხანგრძლივი და ნაყოფიერი მუშაობისთვის მიღებული აქვს საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სიგელი და სახელმწიფო ჯილდოები. ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი. წყარო: სვანეთი და სვანები / ირაკლი დვალი, გივი ქურდიანი.-თბ., 2014.-გვ.151 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |