შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნორა ედიშერაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ხოვლე, კასპის რაიონი. დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი 1984 წელს. პროფესიით არის სწავლული აგრონომი და ჟურნალისტი. მისი პირველი ლექსი დაიბეჭდა კასპის რაიონულ გაზეთში 1961 წელს, სხვადასხვა წლებში იბეჭდებოდა რესპუბლიკურ პრესაში: "ახალგაზრდა კომუნისტი", "სოფლის ცხოვრება", "ქალთა გაზეთი", გორის, კასპის, გაგრის, ყაზბეგის რაიონული, აფხაზეთის (1978), აჭარის (1983) ავტონომიური რესპუბლიკების ცენტრალური, გაზეთებში, "ლიტერატურულ საქართველოში" ( 1998, 2000, 2002), "ქართული სიტყვაში" (2010). მისი ლექსები შეტანილია კრებულში "კასპელთა პოეზია", ქართული ქრისტიანული პოეზიის მე-2 და მე-3 ტომებში; თანამედროვე ქართული პოეზიის "მზის არილის" მე-11 და მე-15 ტომებში, ალმანახ "ქართლში". წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ.127 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |