The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ანდრია კაციტაძე

ანდრია კაციტაძე
სხვა სახელი:ანდრო კაციტაძე
დაბადების თარიღი:1873
გარდაცვ. თარიღი:1931  (58 წლის ასაკში)
კატეგორია:თანამდებობის პირი, ინჟინერი, რკინიგზელი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ხოტევი, ამბროლაურის რაიონი.

დაამთავრა ქუთაისის სამოქალაქო სასწავლებლი 1888 წელს, ხოლო 1898 წელს სამეურნეო სასწავლებელი ქ. უმანში (უკრაინა); სწავლობდა რიგის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, 1904 წელს კი დაამთავრა კიევის პოლიტექნიკური ინსტიტუტი.

1898-1904 წლებში რევოლუციური საქმიანობისათვის რამდენჯერმე გარიცხულ იქნა სასწავლებლებიდან. 1905 წელს მსახურობდა ამიერკავკასიის რკინიგზაზე, რევოლუციამდე ასრულებდა ინჟინრის საპასუხისმგებლო თანამდებობას, შემდეგ მენშევიკებს მიემხრო და არალეგალურ მუშაობასაც აწარმოებდა, რევოლუციური საქმიანობის გამო დაპატიმრებული იყო, იჯდა ქუთაისის ციხეში. საქართველოს გასაბჭოებისთანავე იგი პირველი ჩაუდგა სათავეში საქართველოს რკინიგზას. მას დაევალა ნატანებ-ჩოხატაურის რკინიგზის აგება, იყო საქართველოს გზატკეცილების უფროსის მოადგილე, ამიერკავკასიის რკინიგზების გაერთიანების უფროსის მოადგილე. მან შექმნა საქართველოს ინჟინერ-ტექნიკოსთა ბიურო. ანდრია კაციტაძის უშუალო ხელმძღვანელობით აიგო ენგურის სარკინიგზო-საავტომობილი ხიდი.

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. II ე-ლ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.593; სოციალისტური მშენებლობის მებრძოლის ხსოვნას : ანდრია გიორგის-ძე კაციტაძე / შ. ლეჟავა // კომუნისტი. - თბილისი, 1931. - 13 აპრილი. - N85. - გვ.3 (dspace.nplg.gov.ge)

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • კომუნისტური პარტია (1922-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • შრომის წითელი დროშის ორდენი
    ნატანებ-ოზურგეთის რკინიგზის მშენებლობა

გააზიარე: