Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ეთერ მათურელი![]()
Biographyდაბადების ადგილი: დაბა თიანეთი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1978 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი, წარმოების მართვის ეკონომიკა - 1989 წელს. 1975-1985წწ. – ქ. თბილისის საიუველირო ქარხანა; 1985 წლიდან მუშაობს დასაქმებულთა შრომითი უფლებების დაცვის საკითხებზე. არჩეული იყო პროფკავშირების თბილისის საქალაქო გაერთიანების თავმჯდომარედ, შემდგომ - პროფკავშირების გაერთიანების საორგანიზაციო სექტორის გამგედ; 2009 წლის 25 სექტემბრიდან – საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე; 2012 წლიდან ხელმძღვანელობს დასაქმებულ ქალთა მოძრაობას პროფკავშირებში; არის პროფკავშირების ქალთა კომიტეტის თავმჯდომარე; 2013 წელს აირჩიეს პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაციის ევროპის რეგიონული ორგანიზაციის ქალთა კომიტეტის წევრად; 2016 წლიდან - ამ ორგანიზაციის ვიცე-პრეზიდენტი. აქტიურად თანამშრომლობს ქვეყანაში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რომლებიც ქალთა უფლებების თემაზე მუშაობენ. წყარო: თავისუფლების დღიურები, 2017, მე-12 წიგნი: რადიო "თავისუფლების" პროექტი/პროექტის ავტორი დავით კაკაბაძე.-თბ., 2018. -გვ.69 Member of Organizations
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |