შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი რამიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი სპეციალობით – ასტრონომია 1988 წელს; საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის ასპირანტურა - 1992 წელს. სხვადასხვა დროს თანამშრომლობდა შემდეგ უნივერსიტეტებთან და სამეცნიერო ინსტიტუტებთან: მალაგის უნივერსიტეტი (ესპანეთი, 1998-2001), მოსკოვის დედამიწის ფიზიკის ინსტიტუტი (რუსეთი, 1998-2001), შემახის ასტროფიზიკური ობსერვატორია (აზერბაიჯანი, 2001-2009), ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (აზერბაიჯანი, 2001-2009), ლუვენის კათოლიკური უნივერსიტეტი (ბელგია, 2010-2015), გრაცის კოსმოსური კვლევის ინსტიტუტი (ავსტრია, 2010-2015). სამეცნიერო-კვლევითი ინტერესების სფეროები: ასტრონომია; მზის ფიზიკა; კავშირი ასტრონომიულ მოვლენებსა და მიწისძვრებს შორის; კავშირი ასტრონომიულ და ისტორიულ მოვლენებს შორის; კავშირი ასტრონომიულ მოვლენებსა და ზოგიერთი დაავადების გამწვავებას შორის. არის ათობით სამეცნიერო პუბლიკაციისა და რამდენიმე სალექციო კურსის ავტორი, ასევე - თანაავტორი მონოგრაფიისა "მიწისძვრის წინამორბედები და მაინიციირებელი ფაქტორები". 2014 წლიდან - უმაღლესი განათლების ავტორიზაციისა და აკრედიტაციის ექსპერტი. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ასტრონომიის მიმართულებით. დისერტაციის თემა - "შესაძლო კავშირები ასტრონომიულ მოვლენებსა და მიწისძვრებს შორის", დაიცვა 2005 წელს. წყარო: თავისუფლების დღიურები, 2017, მე-12 წიგნი: რადიო თავისუფლების პროექტი / პროექტის ავტორი დავით კაკაბაძე .-თბ., 2018. -გვ.78; ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი: faculty.iliauni.edu.ge ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |