The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მინდია ცეცხლაძე

მინდია ცეცხლაძე
Date of birth:14 February, 1987  (38 years)
Category:Literary scholar, Scientist, Philologist

Biography

დაამთავრა ბათუმის ინფორმაციული ტექნოლოგიების ლიცეუმი 2004 წელს; 2008 წელს კი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი საფინანსო, საბანკო და სადაზღვევო საქმის სპეციალობით 2008 წელს; ამავე უნივერსიტეტის მაგისტრატურა ლიტერატურათმცოდნეობისა და ლიტერატურული თეორიის სპეციალობით 2013 წელს.

ცხრა სამეცნიერო სტატიის ავტორია. გამოცემული აქვს ლექსთა კრებული "ცეცხლის ქარები" (2008); მისი ლექსები შეტანილია ერთობლივ კრებულებში: "მოზაიკა", "მეცხრე ტალღა", "ლექსო არ დაიკარგები", "მერანი", "ლექსების გამოფენა". იბეჭდება ქართულ პერიოდულ ჟურნალ-გაზეთებში. სხვადასხვა დროს მუშაობდა: შპს "ოცნების" ფინანსური მენეჯერის ასისტენტად, მმართველობითი აღრიცხვის მენეჯერად, პროექტში - "ქართული ენის ეროვნული კორპუსი" - ტექნოლოგიური ჩარჩოს შექმნა (პოზიცია - დიგიტალიზატორი), ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა ლიტერატურული ჟურნალის ("ინტეგრალი") სარედაქციო საბჭოს წევრად. 2017 წლიდან სამუშაოდ გადავიდა გრიგოლ მრობაქიძის სხელობის ბათუმის წარმომადგენლობაში, პროფესორის ასისტენტად. 2018 წლიდან ამავე წარმომადგენლობის მოწვეული ლექტორია. საქართველოს ახალგაზრდა ხელოვანთა ასოციაციის "ეგო არტ" კონკურსის პრემია და I ადგილი (2014).

წყარო: საინფორმაციო ცნობარი აჭარაში მოღვაწე მწერალთა შესახებ / შემდგენელი ცისანა ანთაძე.-ბათუმი, 2019.-გვ.94; საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია: ajaratv.ge

Awards and Honors

  • 2011 - ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემია
    ამიერკავკასიის ახალგაზრდა პოეტთა კონკურსი

Bibliography


Share: