The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



შოთა ცეცხლაძე

დაბადების თარიღი:24 აგვისტო, 1940  (84 წლის)
კატეგორია:პედაგოგი, ჟურნალისტი, ფილოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი დარჩიძეები, შუახევის რაიონი.

1965 წელს დაამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი ქართული ენის,  ლიტერატურისა და ისტორიის სპეციალობით 1965 წელს; ბაქოს პარტიული სკოლის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი 1972 წელს.

წლების განმავლობაში მუშაობდა: 1958-1966წწ. შუახევის რაიონის სოფელ დარჩიძეების რვაწლიანი სკოლის დაწყებითი კლასებისა და ისტორიის, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად; 1966-1969წწ. საქართველოს ალკკ შუახევის რაიონული კომიტეტის საორგანიზაციო განყოფილების გამგედ და მეორე მდივნად; 1969-1970წწ. შუახევის რაიონული რადიოგადაცემების კორესპონდენტ - ორგანიზატორად და გაზეთ "დროშის" სოფლის მეურნეობის განყოფილების გამგედ; 1971-1981წწ. საქართველოს კპ შუახევის რაიკომის საორგანიზაციო განყოფილების გამგედ; 1981-1998წწ. სოფლის მეურნეობის მუშაკთა პროფკავშირების შუახევის რაიონული კომიტეტის  თავმჯდომარედ; 1999-2006წწ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ცენტრალური სახელმწიფო არქივის დაგეგმარებისა და საორგანიზაციო - მეთოდური მუშაობის განყოფილების გამგედ; ავტორია წიგნებისა: "შუბანი და შუბანელები" (მონოგრაფია, 2007), "აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქალაქების, ქუჩების ძველი და ახალი სახელწოდებები" (ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე, 2008), "უკდავი გმირობის თანაზიარი" - ტექსტილის გმირის, შოთა ფუტკარაძის ცხოვრების ისტორია (2008), "ხალხური თვითმოქმედების მოამაგენი" (2011), "რას მოგვითხრობენ საარქივო ჩანაწერები" (1921-1937 წლების რეპრესიების შესახებ, 2011), "რა ტკბილად ჟღერს ჩემი ჩანგი" (ბინალი ფუტკარაძის შესახებ, 2012), "აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნომენკლატურულ პირთა შესახებ" (2013), "ბედისწერა" (რომანი, 2014), "ძმა ძმისთვისაო" (წერა - კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმიანობა აჭარაში, 2015), "შუბანი და შუბანელები" (ახალი, შევსებული გამოცემა, 2019). შოთა ცეცხლაძე მარეთის ხეობის საპატიო მოქალაქეა.

წყარო: საინფორმაციო ცნობარი აჭარაში მოღვაწე მწერალთა შესახებ / შემდგენელი ცისანა ანთაძე.-ბათუმი, 2019.-გვ.96

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მწერალთა კავშირი, წევრი (2018-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • მედალი "შრომითი მამაცობისთვის" (2 მედალი)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: