შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი გუჯეჯიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი მულახი, ახლანდელი მესტიის მუნიციპალიტეტი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1949 წელს. 1951 წელს იყო კლუხორის რაიონის კომკავშირის მდივანი; 1953 წელს გადაიყვანეს პარტიის კლუხორის რაიკომის საორგანიზაციო განყოფილების გამგედ; 1957 წელს აირჩიეს ამავე რაიონის რაიკომის მდივნად; 1958 წელს მუშაობა დაიწყო სურამის სპეციალური პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებლის დირექტორად; 1965-1972წწ. წელს აირჩიეს ხაშურის რაიკომის მდივანი, ხოლო შემდეგ დაინიშნა ხაშურის აღმასკომის თავმჯდომარედ; 1970 წელს მუდმივ საცხოვრებლად გადმოვიდა ქ. თბილისში და მუშაობა დაიწყო საქართველოს განათლების სამინისტროში სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: სვანეთი და სვანები / ირაკლი დვალი, გივი ქურდიანი.-თბ., 2014.-გვ.156 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |