The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



რობერტ გურჩიანი

Date of birth:22 February, 1937  (87 years)
Category:Biologist, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ეცერი, ახლანდელი მესტიის მუნიციპალიტეტი.

დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი 1962 წელს.

ინსტიტუტის დამთავრებისთანავე მუშაობა დაიწყო საქართველოს მცენარეთა დაცვის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში უფროს ლაბორანტად, შემდეგ იგი მალე დააწინაურეს და გადაიყვანეს უფროსი მეცნიერ მუშაკის თანამდებობაზე. 1975 წელს წარმატებით დაიცვა დისერტაცია და მას სადისერტაციო კომისიამ ერთხმად მიანიჭა ბიოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი. 1980 წელს დაინიშნა ლენინგორის რაიონის სატყეო მეურნეობის დირექტორად, ხოლო ერთი წლის შემდეგ იგი გადაიყვანეს გორის სატყეო-საჩვენებელი მეურნეობის დირექტორის თანამდებობაზე; 1983 წლიდან ხუთი წელი ხელმძღვანელობდა გორის რაიონის ქვეშის სანერგე მეურნეობას, 1987-2006წწ. დააწინაურეს და დანიშნეს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მცენარეთა დაცვის სახელმწიფო კარანტინის უფროსად, სადაც მან სიცოცხლის ბოლომდე იმუშავა. ბიოლოგიურ მეცნირებათა დოქტორი, საქართველოს კაზაკთა კავშირის გენერალ-მაიორი, სოფლის მეურნეობის კვალიფიციური სპეციალისტი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

წყარო: სვანეთი და სვანები / ირაკლი დვალი, გივი ქურდიანი.-თბ., 2014.-გვ.158

Awards and Honors

  • ღირსების ორდენი
  • საპატიო ნიშნის ორდენი

Share: