შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
რევაზ აფხაზავა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებების, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტები. 2000 წლიდან მუშაობდა ფონდში "ღია საზოგადოება - საქართველო" განათლების სისტემის დეცენტრალიზაციისა და მართვის გაუმჯობესების პროგრამაში; 2002 წლიდან ხელმძღვანელობდა განათლების პოლიტიკის, დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტის ზოგადი განათლების პროგრამებს; 2013 წლიდან - ამავე ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი. განხორციელებული აქვს არაერთი კვლევა განათლების სისტემის დეცენტრალიზაციის, კერძო რეპეტიტორობის ფენომენისა და სფეროს სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე. 2014 წლიდან მუშაობს კოალიციაში - "განათლება ყველასათვის - საქართველო" - ჯერ გამგეობის თავმჯდომარედ, შემდეგ პოლიტიკის ადვოკატირების ოფიცრად. პარალელურად ეწევა საკონსულტაციო მუშაობას განათლების სისტემაში მოქმედ სხვადასხვა ორგანიზაციაში, ძირითადად, სტრატეგიული განვითარების მიმართულებით. არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების მართვის მაგისტრი და დოქტორის ხარისხის მაძიებელი. წყარო: თავისუფლების დღიურები, 2017, მე-12 წიგნი : რადიო "თავისუფლების" პროექტი / პროექტის ავტორი დავით კაკაბაძე.-თბ., 2018. -გვ.83
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |