The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მიხეილ ელბაქიძე

Date of birth:1925  (101 years)
Category:Engineer, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. კასპი

დაამთავრა საქართელოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1941 წელს.

1941 წლიდან მუშაობდა საქართველოს ენერგეტიკის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში: 1975 წლიდან ინსტიტუტის რკინაბეტონის კონსტრუქციის განყოფილების გამგეა. მისი შემოქმედების სფეროს წარმოადგენდა ჰიდროტექნიკური ნაგებობების ბეტონის ხანმედეგობის კრიტერიუმების დადგენა. გამოქვეყნებული ჰქონდა 150 სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის 2 მონოგრაფია. დაჯილდოებული იყო საქართველოს უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელით და სხვა ჯილდოებით, მათ შორის: "ელექტროფიკაციის ფრიადოსანის" და "მოსკოვის დაცვის" მედლებით. წლების განმავლობაში იყო საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან არსებული სადისერტაციო საბჭოს და სამეცნიერო საბჭოს წევრი. ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი (1952), ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1975), პროფესორი (1975).

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი,. 2016.- გვ.114

Awards and Honors

  • სამამულო ომის II ხარისხის ორდენი

Share: