შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლევან ერისთავი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1929 წელს. 1929 წელს მუშაობა დაიწყო ინსტიტუტ ჰიდროპროექტში; 1929-1931წწ. მუშაობდა რიონჰესის მშენებლობაზე; 1931-1937წწ. აჭარისწყლის ჰესის მშენებლობაზე, იყო საწარმოო-საგეგმო განყოფილების უფროსი, მთავარი ინჟინრის მოადგილე; 1937 წელს გადაყვანილი იქნა ხრამჰესის მშენებლობაზე და იმავე წელს იქნა რეპრესირებული. მისი გარდაცვალებისა და რეაბილიტაციის შესახებ ოჯახმა შეტყობინა მიიღო 1955 წელს. წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი,. 2016.- გვ.121
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |