შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
კონსტანტინე ესებუა![]()
ბიოგრაფიადაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1968 წელს. 1963-1964წწ. მუშაობდა თბილისის ელმავალმშენებელ ქარხანაში ხარატად; 1969-1976წწ. თბილისის კიროვის სახელობის ჩარხმშენებელ ქარხანა, ინჟინერ-ეკონომისტი, სატარიფო-ეკონომიკური ბიუროს უფროსი, ტექნიკური ნორმების ბიუროს უფროსი, შრომის მეცნიერული ორგანიზაციისა და წარმოების მართვის ლაბორატორიის უფროსი; 1976-1980წწ. "საქორგაზი", შრომის მეცნიერული ორგანიზაციის და წარმოების მართვის განყოფილების უფროსი; 1980-1991წწ. "საქმთავარგაზის" შრომის მეცნიერული ორგანიზაციის და წარმოების მართვის რესპუბლიკური ცენტრის დირექტორი; 1991-1997წწ. საქართველოს რესპუბლიკის კონცერნ "საქგაზის" შრომის მეცნიერული ორგანიზაციის და წარმოების მართვის რესპუბლიკური ცენტრის დირექტორი; 1997-2006წწ. სს "თბილგაზის" წარმოების მართვის და შრომის მეცნიერული ორგანიზაციის განყოფილების უფროსი, აპარატის მთავარი სპეციალისტი, კადრების შერჩევის სამსახურის უფროსი, კადრების დეპარტამენტის შრომის ორგანიზაციის სამსახურის უფროსი. მისი ხელმძღვანელობით, მეცნიერული კვლევის საფუძველზე საქართველოს გაზის სისტემაში დაპროექტდა და დაინერგა შრომის ორგანიზაციის ნორმატიული მასალების უდიდესი ნაწილი. ის აქტიურად მონაწილეობდა ქუთაისი-სოხუმის გაზსადენის ტრასის მშენებლობის დროს შრომის ორგანიზაციის დაპროექტება-დანერგვის საკითხებში. მისი მაღალკვალიფიციური მუშაობა აღნიშნულია მრავალი სხვადასხვა დიპლომითა და სიგელით. წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი,. 2016.- გვ.122-123
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |