შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
რევაზ ჭაღალიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ჭალა, შუახევის რაიონის. დაამთავრა ნოვოჩერკასკის პოლიტექნიკური ინსტიტუტი ავტოინჟინრის სპეციალობით 1988 წელს; ბათუმის დამოუკიდებელი უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 1971-1973 წწ. სამხედრო სავალდებულო სამსახური; 1974-2005 წწ. მუშაობდა აჭარის ავტოინსპექციაში; მინიჭებული აქვს შინაგან საქმეთა სამინისტროს ფრიადოსნის წოდება; 2005 წლიდან არის სამშენებლო კომპანიების ("დუპლექსი", "ემბიჯი თაუერი", "ლაით ჰაუზი") დირექტორი. მონაწილეობდა ცხინვალისა და აფხაზეთის ომებში (ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანი). არის ექვსი წიგნის ავტორი: "თომა ღაჯიბი" (2006), "დურსუნ ბეგი" (2009), "ურჩი მოძღვარი" (2011), "ჭაღალიძეები" (2013), "დედულეთი" (2013), "მთიელი რაინდი" (2016). წყარო: საინფორმაციო ცნობარი აჭარაში მოღვაწე მწერალთა შესახებ / შემდგენელი ცისანა ანთაძე.-ბათუმი, 2019.-გვ.100 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |