| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ჟუჟუნა ხაჯიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი წყავროკა, ქობულეთის რაიონი. დაამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1983 წელს. სხვადასხვა დროს მუშაობდა ბათუმის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში ლიტერატურული წრის ხელმძღვანელად, აჭარის ტელერადიო კომიტეტში კორესპონდენტად, აჭარის მწერალთა ორგანიზაციაში ჯერ მხატვრული ლიტერატურის პროპაგანდის ბიუროს ინსტრუქტორად, შემდეგ კი მწერალთა კავშირის რედაქტორ-კონსულტანტად. ავტორია ჩანახატებისა და პუბლიცისტური წერილებისა. 1972 წელს გამოსცა ავტორთა ერთობლივი კრებული "ყვავილობა". ამას მოჰყვა დამოუკიდებელი კრებულები: "ფოთლების ქოხი" (1981), "ეს მე ვარ - ვანენ" (1984), "ნუ გაფრინდები ჩიტო ელადას" (1987), "ახალი ალილუია" (1991), "თუბალ, გასჭედე" (1996), "ლექსები, თარგმანები" (2015). 1975 წელს ჟურნალ "ჭოროხში" ფრიდონ ხალვაშის წინასიტყვაობით დაიბეჭდა მისი რამდენიმე ლექსი. არის რვა წიგნის ავტორი. ეწეოდა მთარგმნელობით საქმიანობას. 1995 წლიდან ქართულად თარგმნის მარინა ცვეტაევას ლექსებს. 1995 წლიდან ქართულად თარგმნიდა დიდი რუსი პოეტი ქალის – მარინა ცვეტაევას ლექსებს. 2004 წელს ცალკე წიგნად გამოვიდა ცვეტაევას მისეული თარგმანები, 2022 წელს მისი საიუბლეო კრებული, რომელშიც მარინა ცვეტაევას 80 საუკეთესო ლექსიც შევიდა. წყარო: საინფორმაციო ცნობარი აჭარაში მოღვაწე მწერალთა შესახებ / შემდგენელი ცისანა ანთაძე.-ბათუმი, 2019.-გვ.104; კარგ ქართველთა საფლავები: facebook.com; ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.-გვ.396; კარგ ქართველთა საფლავები: geonecropol.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

