Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ჟუჟუნა ხაჯიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი წყავროკა, ქობულეთის რაიონი. დაამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1983 წელს. სხვადასხვა დროს მუშაობდა ბათუმის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში ლიტერატურული წრის ხელმძღვანელად, აჭარის ტელერადიო კომიტეტში კორესპონდენტად, აჭარის მწერალთა ორგანიზაციაში ჯერ მხატვრული ლიტერატურის პროპაგანდის ბიუროს ინსტრუქტორად, შემდეგ კი მწერალთა კავშირის რედაქტორ-კონსულტანტად. ავტორია ჩანახატებისა და პუბლიცისტური წერილებისა. 1972 წელს გამოსცა ავტორთა ერთობლივი კრებული "ყვავილობა". ამას მოჰყვა დამოუკიდებელი კრებულები: "ფოთლების ქოხი" (1981), "ეს მე ვარ - ვანენ" (1984), "ნუ გაფრინდები ჩიტო ელადას" (1987), "ახალი ალილუია" (1991), "თუბალ, გასჭედე" (1996), "ლექსები, თარგმანები" (2015). 1975 წელს ჟურნალ "ჭოროხში" ფრიდონ ხალვაშის წინასიტყვაობით დაიბეჭდა მისი რამდენიმე ლექსი. არის რვა წიგნის ავტორი. ეწევა მთარგმნელობით საქმიანობას. 1995 წლიდან ქართულად თარგმნის მარინა ცვეტაევას ლექსებს. 2004 წელს ცალკე წიგნად გამოვიდა ცვეტაევას მისეული თარგმანები. მომზადებული აქვს გამოსაცემად მარინა ცვეტაევას ოთხმოცი საუკეთესო ლექსის თარგმანები. წყარო: საინფორმაციო ცნობარი აჭარაში მოღვაწე მწერალთა შესახებ / შემდგენელი ცისანა ანთაძე.-ბათუმი, 2019.-გვ.104; კარგ ქართველთა საფლავები: facebook.com; ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.-გვ.396 Member of Organizations
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |